08.03.2012
სსიპ რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი აცხადებს
ღია კონკურსს
შემდეგი თანამდებობების დასაკავებლად:
1. თბოენერგეტიკული დანადგარების განყოფილება
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი
- 4 საშტატო ერთეული
2. მანქანათმშენებლობის პრობლემათა განყოფილება
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:
232-90-17, 232-11-65 ან imm.ge
საბუთების მიღება ა. წ. 27 მარტამდე
კონკურსი ჩატარდება ა. წ. 30 მარტს
მისამართი: თბილისი, მინდელის ქ. #10
07.12.2011
სსიპ რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი აცხადებს
ღია კონკურსს
შემდეგი თანამდებობების დასაკავებლად:
1. თბოენერგეტიკული დანადგარების განყოფილება
უფროსი - 1 საშტატო ერთეული
მეცნიერი თანამშრომელი -
1 საშტატო ერთეული
2. მობილური მანქანების განყოფილება უფროსი
უფროსი - 1 ს.ე.
3. მანქანათმშენებლობის პრობლემათა განყოფილება
უფროსი - 1 ს.ე.
მთ.მეცნ. თანამშრომელი- 1 ს.ე.
4. მანქანათა დინამიკის განყოფილება
უფროსი -1 ს.ე.
ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:
232-90-17, 232-11-65 ან imm.ge
საბუთების მიღება ა. წ. 24 დეკემბრამდე
კონკურსი ჩატარდება ა. წ. 28 დეკემბერს
მისამართი: თბილისი, მინდელის ქ. #10
მსურველებმა იხილეთ დანართი
სამეცნიერო საქმიანობის ქრონოლოგია
20-24.09.2010
2010 წლის 20-24 სექტემბერს უკრაინის ქ. იალტაში ჩატარდა სატრანსპორტო პრობლემებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო და პლენალურ სხდომაზე მოხსენებები გააკეთა კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრმა, მანქანათა მექანიკის ინსტიტუტის მანქანათა დინამიკის განყოფილების თანამშრომელმა პროფესორმა გიორგი თუმანიშვილმა.

ვრცლად...
30.06-03.07.2010
მანქანათა მექანიკის ინსტიტუტის ორი თანამშრომელი პროფ. ვიქტორ ზვიადაური და მერაბ ჭელიძე 30 ივნისიდან - 3 ივლისამდე პერიოდში მონაწილეობას ღებულობდნენ ქ. ლონდონში მიმდინარე ინჟინერთა მსოფლიო კონგრესის (World Congress of Ingenireeng WCE 2010, IA ENG) მუშაობაში. კონგრესს ესწრებოდა მსოფლიოს ოცდაათამდე ქვეყნის 700-ზე მეტი წარმომადგენელი.

ვრცლად...
12.12.2009
. 5-12 დეკემბერს ეგვიპტის ქ. ხურგადაში ჩატარდა სამაცნიერო-ტექნიკური კონფერენცია თემაზე: "მანქანათა დინამიკის საკითხები", სადაც მოხსენებით გამოვიდა ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი მ.ჭელიძე.
09.11.2009
სსიპ მმი აღიარებულ იქნა საუკეთესო სამეცნიერო კვლევით დაწესებულებად "გამოყენებითი მექანიკის, მანქანათმშენებლობისა და მართვის პროცესების დარგში"
29-31.10.2009
ესპანეთის ქ. ალიკანტეში ჩატარდა კონფერენცია თემაზე: "ბიოდეგრადირებადი პოლიმერული მასალები", რომელშიც ორი მოხსენებით წარსდგა ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი ჯ. ანელი
15.10.2009
ჩატარდა ინტიტუტის სამეცნიერო საბჭოს სხდომა: დამამთავრებელი თემების მდგომარეობის საკითხები და ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლების საზღვარგარეთ მივლინების ანგარიშები.
08.09.2009
უკრაინის დედაქალაქ კიევში გამართულ კონფერეციაზე, რომელიც ეხებოდა რკინიგზის ტრანსპორტის თანამედროვე პრობლემებს, მოხსენებით გამოვიდა ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი ნ. თუმანიშვილი
25.08.2009
ჩატარდა ინტიტუტის სამეცნიერო საბჭოს სხდომა განყოფილების გამგეების ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად. საკონკურსოდ წარმოდგენილი მონაცემების განხილვა და არჩევა.
23-26.06.2009
რუსეთის ქ. პროტვინოში ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციაზე , რომელიც ეხებოდა საავტომობილო და სატრქტორო ენერგეტიკულ დანადგარებში ჩაბერვის საკითხებს. მოხსენებით წარსდგა ინსტიტუტის დირექტორი ტმდ, პროფესორი თ. ნატრიაშვილი.

12.07.2009
პოლონეთის ქ. კრაკოვში გამართულ კერამიკოსთა მსოფლიო სიმპოზიუმზე გაკეთდა მოხსსენება: "კომპოზიციური კერამიკული მასალები რკინის კორუნდისა და ფოსფატთა ბაზაზე". ავტორი დ. გვენცაძე.


18.06.2009
პოლონეთის ქ. კატოვიცაში გამართულ კონფერეციაზე, რომელიც ეხებოდა ტრანსპორტის პრობლემებს, მოხსენებით გამოვიდა ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი ნ. თუმანიშვილი
5.05.2009
ჩატარდა ინტიტუტის სამეცნიერო საბჭოს სხდომა:განიხილეს ინსტიტუტის WEB გვერდის განახლებისა და მიმდინარე საკითხები.
© imm.ge 2009 ყველა უფლაბა დაცულია.